|
2018-10-09 14:50:24, 5708 ნახვა
ევროპის ამბები
სუბარი: ქალბატონი სალომე იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი
"ჩვენ გვაქვს შანსი ერთი ძლიერი გუნდით ვიბრძოლოთ ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის რჩება თავისი პრინციპების ერთგული. ეს პრინციპები შეიძლება იყოს დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, შეიძლება იყოს ზოგჯერ დაპირისპირებული ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ის ყოველთვის დგას ქვეყნის სამსახურში. არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ერთი წუთით ამ პრინციპისთვის ეღალატოს. ქალბატონი სალომე იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველანი ერთად, დარწმუნებულები ვართ, რასაც ვაჩვენებთ კიდევაც 28 ოქტომბერს. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ სწორედ ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი/ სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანი შეძლებს იმ ერთიანობის შეგრძნების შემოტანას ქართულ საზოგადოებაში, რაც ასე ძალიან გვაკლია და რაც ასე ძალიან გვიჭირს - კრიტიკული, როცა საჭიროა, მაგრამ ერთიანი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ყველანი ვხელმძღვანელობთ და რომლითაც ყველანი ვმოქმედებთ როცა საქართველოს სჭირდება". განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა რუსთავში ამომრჩეველან შეხვედრაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)