21:14 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 14:47:26, 1810 ნახვა

სამართალი
შსს: ოჯახში ძალადობის ფაქტზე 16 პოლიციელი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა. 

მისასალმებელ სიტყვაში გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა სამინისტროს პოლიტიკის გამკაცრებას  იმ შემთხვევებზე, როდესაც  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე პოლიციელთა მხრიდან არასათანადო რეაგირება გამოვლინდა.

„ჩვენთვის რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ გარკვეულწილად, გაგვემკაცრებინა შიგნით სისტემაში თანამშრომელთა მხრიდან ოჯახური ძალადობის  ჩადენის შემთხვევაში სასჯელის გამკაცრება.  ჩვენ კარგად გვესმის ამასაც რამხელა პრევენციის ძალა აქვს და რამხელა მორალური მნიშვნელობა აქვს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილია ოჯახური ძალადობის ჩადენაში, მის მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დროული, ეფექტური და ეს ჩვენი შიდა დისციპლინის თემაც გახლავთ,"  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2018 წელს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი 8 პოლიციელს დაეკისრა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics