17:26 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 14:45:15, 1478 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში მიმდინარე საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს წევრები, რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმსჯელეს სოფლებში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის განხორციელებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საშემოდგომო სამუშაოების მიმდინარეობასა და ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხო ასევე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს, მათ შორის მოახლოებულ ,,შუახევობის“ დღესასწაულს. განისაზღვრა ზეიმის ლოკაცია, ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობა, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და სპორტული აქტივობები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics