19:03 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 14:30:54, 2790 ნახვა

სამართალი
„ომეგა ჯგუფი“ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ლონდონის სასამართლოში უჩივის - საქმეში ივანიშვილი, გახარია და ქუმსიშვილიც ფიგურირებენ

"ომეგა ჯგუფმა" ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო.

„ომეგას“ ინტერესებს მსოფლიოში ცნობილი საადვოკატო ფირმა "ფილდფიშერი" დაიცავს.

იურისტების მიერ შედგენილ სიაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძიინა ივანისვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ყოფილი სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანი და სახემწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზო ჩუბინიძე არიან.

ადვოკატის კოლინ გიბსონის განცხადებით, როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში სასამართლო პროცესების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. 

„დანაშაულში თანამონაწილეობისა და კორუფციის ბრალდებით ლონდონში შემუშავდა სარჩელი საქართველოს მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების წინააღმდეგ. სარჩელები შემუშავდება გიორგი გახარიას, ლევან ყიფიანის, ნოდარ ხადურის, ანზორ ჩუბინიძის, დიმიტრი ქუმსიშვილის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუკი სასამართლო ამას დაადგენს, მაშინ უკვე ფაქტი იქნება, რომ ის, რაზეც შეტანილია სარჩელი, არის სიმართლე. ამას თავისთავად მოჰყვება სისხლის სამართლის პროცესი და ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ სად უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი საქართველოში თუ ინგლისში“, - აცხადებს კოლინ გიბსონი.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics