|
2015-06-07 15:41:50, 934 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ოხრახუშის დეფიციტია
თბილისში ოხრახუშის დეფიციტია. რამდენიმე სავაჭრო ქსელში ოხრახუშის ძველ მარაგს ყიდიან. ზოგ ქსელებში კი, საერთოდ არ იყიდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ მწვანილის მოვაჭრემ განუცხადა, თბილისში ოხრახუშის შემოტანა არ ხდება, რის გამოც ფასები მკვეთრად გაზრდილია. "ექსპრესნიუსს" ფერმერთა გაერთიანებაში უთხრეს, რომ წყალტუბოს რაიონიდან, კერძოდ სოფელ მაღლაკიდან, ფარცხანაყანევიდან, გვიშტიბიდან სადაც მწვანილის დიდი რაოდენობა მოდის, ექსპორტი რუსეთში განხორციელდა. მათი ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ბაზარზე მწვანილის მოთხოვნა გაიზარდა, რამაც ექსპორტიორები მომგებიან ვითარებაში ჩააყენა. ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" ინფორმაციით, იმერეთის 1000-მდე სასათბურე მეურნეობაში 550 მცირე მეწარმეს და 10 მსხვილ კომპანიას წელიწადში დაახლეობით 25 000 ტონამდე მწვანილი მოჰყავს. ქართული მწვანილი ექსპორტზე ძირითადად უკრაინაში ( 2013 წლის მონაცემებით ექსპორტის 43.5%), ბელარუსში (17.2%), აზერბაიჯანში (17%), ლატვიაში (11.7%), ბულგარეთსა (4.5%) და მოლდოვაში (2.7%) გადის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)