16:49 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 15:15:45, 2528 ნახვა

სამართალი
გახარია „ომეგა ჯგუფზე“ - როცა ჩნდება კითხვები ადამიანთან, რომელიც იყო ან არის ჩინოვნიკი, გამოძიება უნდა დაიწყოს

გახარია „ომეგა ჯგუფზე“: როცა ჩნდება კითხვები, განსაკუთრებით ადამიანთან, რომელიც იყო ან არის ჩინოვნიკი, გამოძიება უნდა დაიწყოს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს  ეხმაურება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნებით მიმართ კითხვები ჩნდება, გამოძიება სწრაფად უნდა დაიწყოს.

„როგორც კი ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები, განსაკუთრებით იმ ადამიანთან, რომელიც იყო ან არის ჩინოვნიკი, გამოძიება უნდა დაიწყოს და რაც შეიძლება მალე დადგინდეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგხსნებთ, „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ფარული ჩანაწერილი, სადაც  თამბაქოს ბიზნესისა და „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილების შესახებ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, მისი კომპანიონი და „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელ ზაზა ოქუაშვილთან საუბრობენ. ჩანაწერში მთავარ ვერტიკალად ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი სახელდება, საქმეში ასევე ფიგურირებენ ყოფილი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics