15:38 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 13:52:24, 1399 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლებისაღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახმკვლელობაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ცეცხლსასროლიიარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 მარტს, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში,გ.გ.-მ ვალის გამო გამოწვეული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ბიძაშვილს - რ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდანრამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. მიღებული ჭრილობების შედეგად რ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 15 მარტს, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლისკოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახუქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას),  236-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლომასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ დაზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics