|
2015-06-06 09:25:29, 585 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: პრობაციის სამსახურის უფროსის საქმეში არსებობს ნიშნები, რომ თვითმკვლელობას ჰქონდა ადგილი
„პრობაციის სამსახურის უფროსის საქმეში არსებობს ნიშნები, რომ თვითმკვლელობას ჰქონდა ადგილი“,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. როგორც შოთაძემ აღნიშნა, თვითმკვლელობის მიზეზებზე და მოტივებზე საუბარი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდება. „მინდა ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ოჯახს მივუსამძიმრო. ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, კონკრეტულად რა იყო და რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თუმცა პოლიციაში შესული შეტყობინებიდან გამომდინარე, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო. შესაბამისად, ნიშნები არსებობს, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ცნობისთვის, თბილისის პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბესიკ ცხადაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში გუშინ ჭრილობა მიიყენა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)