14:39 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 18:41:48, 1265 ნახვა

სამართალი
შსს-ს წარმომადგენლები წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნინო ჯავახაძე და ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტით მყოფ წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.

მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს გათვალისწინებული რეკომენდაციების, სამინისტროს მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული რეფორმებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ნინო ჯავახაძემ და ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის მუშაობის სპეციფიკის და იქ არსებული ვითარების თაობაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის ვიზიტის დროს კომიტეტის მიერ სამინისტროსადმი გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, დაკავებულთა განთავსების და მათდამი მოპყრობის პირობების შეფასების მიზნით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებს მოინახულებენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics