13:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 15:27:16, 625 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ჯინჭარაძე წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე  ირაკლი ჯინჭარაძე წარადგინა.

"დღეს წარვადგინეთ ბულვარის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ამ დრომდე მოადგილედ მუშაობდა ამავე უწყებაში. ბატონი ირაკლი არის გამოცდილი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის  წარმატებით განახორციელებს იმ ამოცანებს, რომლებიც ბულვარის წინაშე დგას. ბულვარი არის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი. მნიშვნელოვანია, რომ ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს მის განვითარებას. ჩვენი მიდგომა, პოლიტიკა იქნება სამართლიანი, როგორც კერძო სექტორის, ისე ქალაქთან და ბულვართან  მიმართებაში. ყველა ის პროექტი, ახალი ინიციატივა დაეფუძნება ამ პრინციპს და ამ პრინციპის დაცვის გათვალისწინებით საზოგადოების ინტერესებს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის ბულვარის ახალი მმართველისთვის პრიორიტეტებია ძველი ბულვარის კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნება/კონსერვაცია, ახალი ბულვარის განვითარება და მისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა. ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება უცხოურ პარკებთან ურთიერთთანამშრომლობის გზით.

ირაკლი ჯინჭარაძე 2017 წლიდან დღემდე ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აქვს საჯარო სამსახურებსა და კერძო კომპანიებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ბოლო წლებში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. ფლობს რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics