04:32 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 18:15:30, 421 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე: ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობის სხდომაზე დასწრება ძალიან სასიამოვნო იქნება

დეპუტატები არ აკონკრეტებენ, ესწრება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას. თუმცა აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სხდომაზე დასწრება სასიამოვნო იქნება.

დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის თქმით, ყველამ კარგად იცის, რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს პარტიის ჩამოყალიბებაში.

„თუ დაესწრება, ძალიან სასიამოვნო იქნება. რა მიკვირს იცით, თქვე დალოცვილიშვილებო, ოდესის გუბერნატორი ოდესაში ატარებს რაღაცას და ის თუ შეიძლება, თქვენ რა გიკვირთ, რა სტატუსით შეიძლება დაესწროს ბიძინა ივანიშვილი, დამფუძნებელია. რა როლიც აქვს ბიძინა ივანიშვილს პარტის ჩამოყალიბებაში, მე მგონი, ამის თქმა ჩემგან არ უნდა გჭირდებოდეთ“, - განაცხადა ტყემალაძემ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დეპუტატები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე მსჯელობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics