13:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-09 13:56:22, 736 ნახვა

რეგიონი
აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები სახალხო დღესასწაულ "კოლხობას" დაესწრნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოსთავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის წევრები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სახალხო დღესასწაულს - "კოლხობას" დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, „კოლხობა“ წელს 39-ედ აღინიშნა და ტრადიციულად, სოფელ სარფში, ზღვის სანაპიროზე ჩატარდა. სახალხო დღესასწაულს საფუძველი 1978 წელს ჩაეყარა და პირველად „ქვაომხაზობის“ სახელით გაიმართა. 1979 წლიდან მოყოლებული მას „კოლხობა“ ეწოდება და მეფე აიეტისა და მედეას მითს უკავშირდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა მოსახლეობას ტრადიციული დღესასწაული მიულოცეს. დავით გაბაიძემ, ადგილობრივებთან ერთად, დღესასწაული თურქეთში მცხოვრებ ლაზებსა და ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც მიულოცა. გაიხსენა ცნობილი ლაზი ხელოვანების შემოქმედება და მათი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში.

სანაპიროზე გაიმართა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლებისა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი, ასევე ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ლაზური კერძები.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics