|
2015-01-20 18:09:31, 2364 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, - ეს არის თითოეული ჩვენგანის გამოწვევა
„იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, - ეს არის თითოეული ჩვენგანის გამოწვევა“, - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას. ინაშვილის თქმით, ქართველი ხალხის ოცნება არ ყოფილა შვილის საფლავზე ვაზაგაშვილის აფეთქება. „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს „იური ვაზაგაშვილის მკვლელობა,- ეს არის თითოეული ჩვენგანის გამოწვევა. ეს არის ჩემი, ირმა ინაშვილის გამოწვევა, ია მეტრეველის გამოწვევა, ჯამბულ გამცემლიძის გამოწვევა, ყველა იმ ქართველის გამოწვევა, ვინც 2 წელია სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილა შვილის საფლავზე ვაზაგაშვილის აფეთქება... ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილა სადისტების და მანიაკების აღზევება... ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილხართ თქვენ, ვინც 2 წელია კოჰაბიტაციის პროგრესულობასა და სიკეთეში გვარწმუნებდით. მეტს გეტყვით, ვაგაზაშვილით არ დასრულდება. გაგრძელდება. ვინ იცავს ჩვენს საზოგადოებას გაექსპერტებული მკვლელებისაგან? გაპოლიტიკოსებული "ზონდერებისაგან"? თანამდებობებზე დაწინაურებული ნაცისტებისგან? დატოვეთ ხელისუფლება, დანიშნეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!“, - აცხადებს ირმა ინაშვილი. ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილი რამდენიმე საათის წინ, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)