|
2015-06-05 14:54:58, 5168 ნახვა
სხვადასხვა
რუსული წყაროებიდან ქართული მედიასაშუალებები 5 მილიონი დოლარით დაფინანსდა
ფონდმა „რუსულმა სამყარომ“ და შპს „როსტელეკომმა“, რომლის მფლობელობაშია კომპანია „სპუტნიკი“, ქართული ონლაინ და ელექტრონული მედიის გასაძლიერებლად 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე 5 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ორივე რუსული ორგანიზაციიდან არაპირდაპირი დაფინანსება მიიღო მედიასაშუალებებმა geoworld.ge და „საქინფორმა“. „ექსპრესნიუსი“ კომპანია „როსტელეკომს“ დაუკავშირდა, რომლის საკუთრებაც „სპუტნიკია“. წერილობით კითხვაზე, კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მედიის განვითარება მათთვის საინტერესო პროექტია და რამდენიმე ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობენ. ორივე ორგანიზაცია რუსეთის დედაქალაქ მოსკოვშია დარეგისტრირებული და პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა პროექტებს აწარმოებს. ამასთან, არცერთი ორგანიზაცია ღიად არ აცხდებს, რომ საქართველოში რაიმე აქტივობა აქვთ. „საქინფორმის“ ხელმძღვანელი არნო ხინთიბეგაშვილი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. „ექსპრესნიუსის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ „სპუტნიკმა“, რომლის მთავარი რედაქტორი დიმიტრი კისილოვია, საქართველოში .ge დომენზე რამდენიმე ონლაინ მედია რესურსი გახსნა. ყველა დაფინანსებული მედია რესურსების მიზანია, ანტიდასავლური ინფორმაციის გავრცელება გადამოწმების გარეშე. ამავე საფრთხეზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც ისაუბრა. შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნიდან სხვადასხვა საქმიანობის დაფინანსება არ იკრძალება, თუმცა ფინანსური რესურსების მიმღებმა ორგანიზაციებმა, დონორების შესახებ ინფორმაცია გამჭირვალე უნდა გახადონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)