|
2015-01-20 17:57:08, 2531 ნახვა
სამართალი
ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვანისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება
არასრლუწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალური კოდექსი შეიქმნა.ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე ბავშვისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება. ნასამართლობის მოხსნა კი, სასჯელის მოხდენისთანავე მოხდება. თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს გამეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში მიიღება. შესაბამისად, კოდექსის მთავარი მიზანი, არასრულწლოვნებისთვის რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ეროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის („UNICEF“ -ს) რეკომენდაციების საფუძველზე, ევროკავშირის პროექტის-„სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“-მხარდაჭერით მოამზადა. ინოვაციური პროექტი დღეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა და მას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)