|
2018-08-31 11:36:12, 2625 ნახვა
მსოფლიო
„დემოკრატი ვარ და მიყვარს ჯონ მაკკეინი“ - ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას იტირა (ვიდეო)
მე ჯო ბაიდენი ვარ, მე „დემოკრატი“ ვარ და მე მიყვარს ჯონ მაკკეინი, -ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მაკკეინის სახელი ისტორიაში დარჩება და პოლიტიკური ლიდერების მომავალ თაობებს ძალას მისცემს. "ჯონის ისტორია ეს ამერიკის ისტორიაა, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემასა და ფუნდამენტურ სამართლიანობაზე. ჯონს გააზრებული ჰქონდა, რომ ამერიკა პირველ რიგში იყო სარისკო იდეა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჯონი ჩვენთან აღარ არის, მან საკმაოდ მკაფიო ინსტრუქციები დაგვიტოვა - "ყოველთვის გჯეროდეთ ამერიკის დიდების და განვითარების". განვლილ გზას რომ ვუყურებ, შემიძლია ვთქვა, რომ ჯონ მაკკეინს ძმად მივიჩნევდი. შემეძლო ჯონ მაკკეინისთვის ჩემი სიცოცხლე მენდო და ვფიქრობ, მასაც შეეძლო თავისი სიცოცხლე ჩემთვის მოენდო. როდესაც რამე პრობლემა მქონდა, ჯონი ყოველთვის პირველი იყო, ვინც რჩევით მოვიდოდა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენი ატირდა და ის ადამიანებიც გაიხსენა, რომლებიც სიმსივნის გამო გარდაიცვალნენ, მათ შორის მისი მეგობარი სენატორი ტედ კენედი და შვილი ბო. „არის მომენტები, როდესაც ცხოვრება ძალიან სასტიკი და ბრმაა, როდესაც რთულია რამის დანახვა. მსოფლიო ჩვენთან ერთად იზიარებს იმ ტკივილს,, რომელიც მაკკეინის გარდაცვალებამ მოგვიტანა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი 28 აგვისტოს 81 წლის ასაკში სიმსივნისგან გარდაიცვალა. მას 2 სექტემბერს დაკრძალვენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)