17:40 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 11:31:22, 2455 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ერდოღანზე: მან იმედები გამიცრუა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა მას იმედები გაუცრუა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ერდოღანმა იმედები გამიცრუა. მაგრამ შევხედავთ, მოვლენების განვითარებას. ჩემთვის ეს მტკივნეული თემაა", - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, რომელიც თურქეთის განცხადებით, გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. აშშ-ს ხელისუფლება თურქეთისგან ამერიკელი პასტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-მ სანქციები დაუწესა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics