09:23 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 20:04:50, 825 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძე: ლარის გამყარების ნიშნები არსებობს

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ლარის გამყარების ნიშნები არსებობს. ბუცხრიკიძის თქმით, ლარის გაუფასურება საგარეო ფაქტორებით იყო გამოწვეული.

 „რა თქმა უნდა, ძირითადად ეს იყო საგარეო ფაქტორები. უნდა გავითვალისწინოთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არინ. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი აზერბაიჯანიდან, სადაც თებერვალში ვალუტის დევალვაცია 33%-ით მოხდა. მაგრამ ამის შემდეგ ცენტრალური ბანკი ყოველთვიურად, მარტში, აპრილში დაახლოებით მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს კურსის შესანარჩუნებლად. ფაქტობრივად, კურსის ცვლილებაში უკვე ასახულია ეს ფაქტორები და თუ დავაკვირდებით ბოლო ერთი კვირის, 10 დღის პროგნოზებს, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, ლარის გამყარების ნიშნები არსებობს. ვფიქრობ, მეორე კვარტალში ეს ტენდენციები გაგრძელდა“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics