10:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 17:33:58, 782 ნახვა

რეგიონი
აჭარასა და მალოპოლსკას რეგიონებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მალოპოლსკას სავოევოდოს  შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია მალოპოლსკას რეგიონის მარშლის ოფისში გაიმართა, რომელსაც აჭარის დელეგაციის წევრები და მალოპოლსკას სავოევოდოს ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთახმებას ხელი მოაწერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალმა იაცეკ კრუპამ. შეთანხმების ხელმოწერა მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. ხელმოწერის ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა სიტყვით და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც ჩვენს რეგიონს გააჩნია.

,,სასიხარულოა, რომ დღეს ხელი მოეწერა აჭარასა და მალოპოლსკას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. მჯერა, რომ პოლონეთის კიდევ ერთ სავოევოდოსთან ახალი თანამშრომლობის დაწყება ორივე რეგიონისთვის წარმატებული და ნაყოფიერი იქნება." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში 23 აგვისტომდე გაგრძელდება

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics