11:00 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 10:53:47, 556 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძეს მალოპოლსკას ტექნოლოგიურ პარკში უმასპინძლეს

აჭარის ა/რ ოფიციალურ დელეგაციას მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის  ხელმძღვანელობით, ქალაქ კრაკოვის ტექნოლოგიურ პარკში უმასპინძლეს, სადაც კრაკოვის ტექნოლოგიური პარკის (KTP), მალოპოლსკასრეგიონალური განვითარების სააგენტოს (MRDA) და მალოპოლსკას ბიზნეს ცენტრის(http://www.businessinmalopolska.com) პრეზენტაციები გაიმართა.  კრაკოვის ტექნოლოგიების პარკის ძირითადისაქმიანობაა: მალოპოლსკას ტექნოლოგიური განვითარება, მეწარმეობის განვითარება, ინოვაციებისპოპულარიზაცია და ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა, დადებითი ბიზნეს კლიმატის შექმნა და აკადემიურიპროექტების მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მალოპოლსკას რეგიონის პოტენციალის გაძლიერებას.

ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა პრეზენტაცია  აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ. პრეზენტაციას კრაკოვისტექნოლოგიური პარკის, მალოპოლსკას რეგიონული განვითარების სააგენტოს და ბიზნეს ცენტრისწარმომადგენლები, ასევე აჭარის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის შემდეგ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პოლონური მხარის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაზიარება ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პოლონეთის მალოპოლსკას სავოევოდოში ვიზიტის ფარგლებში დღესვე გაიმართება შეხვედრები მალოპოლსკასსავოევოდოს მარშალთან, იაცეკ კრუპასთან. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერებახელშეკრულებას რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ .

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში 23 აგვისტომდეგაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics