04:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 15:24:30, 400 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე დევნილების შესახებ გაეროს რეზოლუციას პოზიტიურად აფასებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე  დევნილების შესახებ გაეროს რეზოლუციას  პოზიტიურად აფასებს. 
ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში  განაცხადა. 
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა,   აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუღალავად იმუშავა. 
„ძალიან პოზიტიურია გაეროს რეზოლუცია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა დონეზე იმუშავა, სწორედ ამით იქნა ეს წარმატება მიღწეული. მხარდამჭერთა რაოდენობა  გაიზარდა და  ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 69-ე სესიაზე, „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" მორიგი რეზოლუცია მიიღო.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი წელს 75 სახელმწიფომდე გაიზარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics