|
2015-06-04 14:59:12, 810 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი 2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იქნება გათვლილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი 2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იქნება გათვლილი. კვირიკაშვილის თქმით, ბიუჯეტის შეკვეცილი ვარიანტი 10 ივნისამდე მომზადდება. მისივე თქმით, 2%-იანი ზრდა ინფლაციის ეფექტის გაუთვალისწინებლად იქნება. „ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე ბევრჯერ გაკეთდა განცხადება და ჩვენ 2%-ის ფარგლებში რეალურ ზრდას ვვარაუდობთ, ანუ ინფლაციის ეფექტის გაუთვალისწინებლად. რაც შეეხება თავად ბიუჯეტის კორექტირებას, 10 ივნისამდე ყველა უწყებასთან მუშაობა მიმდინარეობს ხარჯების შეკვეცვის თვალსაზრისით. კორექტირებაზე ყოველთვის იყო საუბარი, მთვარობა რეალურად უკვე ნაკლებს ხარჯავდა და ფინანსთა სამინისტრო ამის კონტროლს ახორციელებდა. თუმცა ოფიციალურად ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენა უკვე შეკვეცილი ვარიანტით 2%-იან რეალურ ზრდაზე გათვლით მოხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ეკონომიკა 2%-ით გაიზარდება. ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რომ დაზუსტდეს ინფლაციის მაჩვენებელი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)