20:18 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 11:46:06, 446 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის სოციალური კომისია ბენეფიციარების მდგომარეობას ადგილზე ეცნობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, რომელიც ოთხ სამუშაო ჯგუფადაა დაყოფილი ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაცნობა უკვე დაიწყო.

გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინგირში, კახათსა და ახალკახათში გაეცნო ბენეფიციარების მდგომარეობას.

სამუშაო ჯგუფების მიერ შემოწმდება ოჯახის, როგორც სოციალური პირობები ასევე სახლების ტექნიკური მხარე, დაზიანების ხარისხი და ექვემდებარება თუ არა სახლი რემონტს. მუშა ჯგუფების მიერ მოხდება კომისიის მიერ შემუშავებული სპეციალური განაცხადის ფორმის შევსება.

ბენეფიციარების საყოფაცხობრებო პირობების გადამოწმების პროცესს, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლები დაესწრებიან. კომისიის მუშა ჯგუფები ინტერესთა სხვაობის გამო ოთხ ნაწილად დაიყო და მუნიციპალიტეტის 48 სოფელში გადანაწილდა.

უსახლკაროთა კომისია ბენეფიციარების მდგომარეობის შესწავლას ადგილზე ორ კვირაში დაასრულებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს 20 –მდე საცხოვრებელი სახლი აშენდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics