|
2015-06-04 10:33:31, 1983 ნახვა
სხვადასხვა
პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას იძულებით ჩამორთმეული რამდენიმე ავტომანქანის დაბრუნება იგეგმება
სახელმწიფოს მხრიდან იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი იწყება, - აღნიშნულ საკითხზე მთავრობამ და პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა იმუშავეს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე კვირას რამდენიმე ავტომანქანის დაბრუნება იგეგმება. ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა ეტაპობრივად განხორციელდება. „ეს ვერ შეეხება წლების განმავლობაში ჩვენი წინამორბედი ხელისუფლების მხრიდან ყველა დაზარალებულს, თუმცა პროცესი დაწყებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელშესახები გახდეს დაზარალებული მოსახლეობისთვის და მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი. ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით და ძალიან კარგია, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს. პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო და კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)