|
2018-08-03 16:40:37, 786 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: საზოგადოება ნათლად ხედავს, ვინ ვის დააფარა ხელი და როგორ აფარებს დღესაც პროკურატურა
„საზოგადოება ნათლად ხედავს, ვინ რა დარღვევა გააკეთა, ვინ ვის დააფარა ხელი და როგორ აფარებს დღესაც პროკურატურა“, - ასე შეაფასა, ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტების მიცემა. მისი თქმით, დეპუტატებმა მისთვის მნიშვნელოვანი ბევრი შეკითხვა დასვეს. „კომისიის მუშაობა ძალიან კარგია იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ეთერში უყურებს საზოგადოება, რასაც მე აქამდე ვიტყოდი და ვამბობდი, რომ დარღვევები ჰქონდა პროკურატურას და ძალოვან უწყებებს, საზოგადოება უკვე ნათლად ხედავს, ყველაფერს. ვინ რა დარღვევა გააკეთა, ვინ ვის დააფარა ხელი და როგორ აფარებს პროკურატურა დღესაც ხელს. დღევანდელ დაკითხვას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ბოლომდე ჯერ არ მომისმენია, აუცილებლად მოვუსმენ თავიდან ბოლომდე და ვნახოთ“, - განააცხადა ზაზა სარალიძემ.
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)