|
2018-08-03 16:34:53, 1683 ნახვა
ეკონომიკა
პეკინში საქართველოსა და ჩინეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
2 აგვისტოს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, "საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების ფარგლებში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ქართულმა მხარემ ჩინეთის დელეგაციას გააცნო ინფორმაცია საქართველოს სატრანსპორტო სისტემის და საბაჟო პროცედურების შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საავტომობილო გადაზიდვების განვითარების მნიშვნელობას. ასევე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი ზემოაღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიების სხდომების ფარგლებში მოხდეს ორივე ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა, რომელსაც ექნება სისტემატიური ხასიათი. აღნიშნული ფორმატის დაარსება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საავტომობილო ტრანსპორტირების წარმოების პროცესში გადამზიდავებისათვის შექმნილი ბარიერების დროულად აღმოფხვრას, კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას. ასევე კომპანიებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის საპილოტე გადაზიდვების განხორციელებაში მონაწილეობის მიღების ინტერესი გამოხატეს. საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამასთან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის, კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა. ჩინეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები, როგორებიცაა Sinotrans & SCS Holdings Co.Ltd, COSCO Shipping, Heilongjiang Dragon Transportation Group, Xinjiang Tianye Group Co. ltd. და სხვა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას ღებულობდა ჩინეთის საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი და ჩინეთის სავაჭრო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიების ნაწილს ჰქონდათ საქართველოსთან თანამშრომლობის გამოცდილება ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის განხორციელების მიმართულებით.
(NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)