|
2015-01-20 15:23:48, 2822 ნახვა
პოლიტიკა
კახიშვილი: სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, თუკი იური ვაზაგაშვილის საქმეზე დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადაურჩებიან
„სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, თუ კი ის პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, მართლმსაჯულებას გადაურჩებიან“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახი კახიშვილმა იური ვაზაგაშვილის დაღუპვის კომენტირებისას განაცხადა. კახიშვილი იმედოვნებს, რომ დანაშაული უმოკლეს ვადაში გაიხსნება და დამნაშავეები კანონის ფარგლებში, მაგრამ უმკაცრესად დაისჯებიან. „ეს თუ სიმართლეა, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, თუკი ის პირები, რომლებმაც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს, გადაურჩებიან მართლმსაჯულებას. როდესაც წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობდით, ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას. ასეთ ტრაგედიებს საქართველოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. ამდენი წლის კაცი ვარ, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, პროკურატურაში, სასჯელაღსრულებაში ინფორმაციებთან დაკავშირებით და ამ ფაქტმა დამბურძგლა. იმედს ვიტოვებ, უმოკლეს ვადაში ეს დანაშაული გაიხსნება და დამნაშავე პირები, კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად იქნებიან დასჯილი იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეს გარანტია, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის არ კვდებიან“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)