|
2018-07-24 10:55:02, 716 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის სამზადისს გაეცნო
„ყინულის სასახლის და საცურაო აუზის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ადგილზე დეტალურად გავეცანი სამუშაო პროცესს. რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, რომ ერთის მხრივ ხარისხი იყოს შენარჩუნებული და მეორეს მხრივ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით წარიმართოს პროექტი, რათა ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადას, რომელიც ჩვენს ქალაქში გაიმართება", - აღნიშნული განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ყინულის სასახლის სამშენებლო სამუშაოების გაცნობისას გააკეთა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პირველ სამუშაო დღეს ყინულის სასახლის და საცურაო აუზის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღნიშნული ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ის ბათუმში დაგეგმილი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოებს. მთავრობის ხელმძღვანელი პროექტის ვადების დაცვის თემით დაინტერესდა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი. მიმდინარეობს აშენებული შენობისა და ეზოს კეთილმოწყობა, სახურავის დათბუნება, ვენტილაციის სისტემის მონტაჟი, სახანძრო სისტემის მონტაჟი. ამ ეტაპზე პროექტში 50 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები 1 სექტემბრისთვის დასრულდება. დახურულ სპორტული კომპლექსში - ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება. ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა - 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა. ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი - ჰოკეი - ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)