07:04 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-23 11:10:27, 752 ნახვა

რეგიონი
კახეთში, გორსა და გარდაბანში ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა

კახეთში, გორსა და გარდაბანში, ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა.

კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში დაიტბორა სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი. რეგიონიდან 112-ში სულ 6 შეტყობინება შემოვიდა. საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

​გორში საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების დატბორვის შესახებ უწყებაში 18 შეტყობინება შევიდა. მაშველებმა 3 ოჯახის ევაკუირება მოახდინეს და ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ​ამ დროისთვის, გორში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

​გარდაბანში სოფელ კრწანისში ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. მაშველების მიერ 11 ოჯახიდან განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია.

​სოფელ კრწანისში, საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დილის 06:00 საათიდან განახლდა.

​„სტიქიის შედეგად, არცერთ ქალაქში მოქალაქეები არ დაშავებულან. ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს“, - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics