19:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 09:23:36, 443 ნახვა

საზოგადოება
ხევსურეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ხევსურეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივ რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში, მდინარე ანზაკის ხეობაში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. არსებული ინფორმაციით, 1 ადამიანი არის დაკარგული. ამ ეტაპზე შეუძლებელი ხდება ადგილზე გეოლოგების ჯგუფის გამგზავრება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გაემგზავრება შატილში. ქართველი და ჩეხი გეოლოგების მიერ მოხდება ადგილზე სიტუაციის შეფასება, რისკების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics