|
2018-07-21 12:54:31, 880 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მოსახლეობაში
„ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მოსახლეობაში“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ უმაღლეს საბჭოში მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ. „ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მოსახლეობაში. იმედი მაქვს, ჩემს მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო ხედვები მიიღებს სრულ მხარდაჭერას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, იქნება აქტიური განხილვები და საშუალება გვექნება, კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ ჩვენი ინიციატივები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძე წარადგინა. ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ. რიჟვაძეს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, თუმცა მთავრობის დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო, მმართველი გუნდი კი, უმაღლეს საბჭოში 14 მანდატს ფლობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)