|
2018-07-17 18:54:49, 987 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ალავიძე - შეკითხვები შეეხებოდა თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ჩატარებულ ტენდერებს
ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში მის დაკითხვას ეხმაურება. როგორც ალავიძემ განმარტა, უწყებაში დასმული შეკითხვები ტენდერებსა და შესყიდვებს ეხებოდა. „ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი გავცე შეკითხვებს", - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა. ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში დღეს გამოკითხეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)