|
2015-06-02 14:03:22, 390 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის " საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა" გახსნითი შეხვედრა გაიმართა
ევროპის საბჭოს ორგანიზებით დღეს სასტუმრო "რადისონ-ბლუ ივერიაში" ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ოფიციალური გახსნითი შეხვედრა გაიმართა. პროექტის სახელწოდებაა " საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა". აღნიშნული პროექტი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს შორის 2014 წელს დადებული შეთანხმების ნაწილი. ამ შეთანხმების ხელმოწერისას მხარეები შეჯერდნენ, რომ პროექტებს 2 ფაზად განახორციელებდნენ. პირველი ფაზისთვის განკუთვნილია 2015-2017 წლები და 33.8 მილიონი ევრო.შეთანხმების პრიორიტეტული სფეროებია: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის პროექტი ამ ერთიანი პაკეტის ნაწილს წარმოადგენს. იგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში. პროექტის საერთო ხანგრძლივობაა 18 თვე და ამისათვის გამოყოფილია 400. 000 ევრო. პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საკანინმდებლო ბაზის დახვეწა, ასოციაციის მართვის სტილის/მენეჯმნტის უნარების გაუმჯობესება, ეთიკის კომისიისა და რეგულაციების მუშაობის დახვეწა, განგრძობადი იურიდიული განათლების ხელშეწყობა, საკვალიფიკაციო გამოცდის ფორმატის დახვეწა. პროექტი თანამშრომლობს მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)