|
2014-12-31 16:14:01, 4259 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ექვსი კანდიდატურა წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კონკურსის შედეგად შერჩეული ექვსი კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიზო მჭედლიძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მან გიორგი ჯავახიშვილისა და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები წარადგინა; ცესკო-ს წევრის თამაზ შარმანაშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით დავით ღონღაძისა და ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურები შესთავაზა; ხოლო ცესკო-ს წევრის კონსტანტინე კირვალიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ჭიქაბერიძისა და ნათია ჯიქიას კანდიდატურები დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტის N 08/12/03 განკარულების თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი 2014 წლის 8 დეკემბრიდან გამოცხადდა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებით კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა ყოფილიყო საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, რომლიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და არანაკლებ 3 წლის შრომით გამოცდილებასთან ერთად, ექნებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 37 გნაცხადი შემოვიდა, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა. მათგან გიორგი მარგველაშვილმა ექვსი კანდიდატურა შეარჩია. შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)