15:16 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 20:14:52, 818 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი გოცირიძეს: გიყურებდით ხოლმე ტელევიზორში და ვტიროდი

„გიყურებდით ხოლმე ტელევიზორში და საკუთარ თავსა და ჩემს თაობას ვტიროდი. დიდ იმედებს მაშინ თქვენ ჩვენში არ აღგვიძრავდით“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა  თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს.

მან რომან გოცირიძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როდესაც ის მაღალ თანამდებობაზე იყო, მას და მის თანატოლებს უპერსპექტივო მომავალი ჰქონდათ.

„თქვენ რომ მაღალი თანამდებობის პირი იყავით ერთ-ერთ სფეროში, მე მაშინ ვიყავი ბავშვი, ეხლა რომ თინეიჯერს ეძახიან და ისე კარგად მახსოვს ის უბედური დრო, როდესაც თქვენ მაღალ თანამდებობაზე იყავით და ჩვენ გვქონდა ასე ვთქვათ უპერსპექტივო ბავშვობა და ახალგაზრდობა, მათ შორის თქვენ მიერ გატარებული სხვადასხვა პოლიტიკების წყალობით. გიყურებდით ხოლმე ტელევიზორში და საკუთარ თავსა და ჩემს თაობას ვტიროდი. დიდ იმედებს მაშინ თქვენ ჩვენში არ აღგვიძრავდით. მჯერა, რომ დღეს, მე რომ იმ დროს ვიყავი იმ ასაკის ბავშვები გვიყურებენ და ცოტა უფრო მეტი იმედიანი თვალები აქვთ, უფრო მეტ იმედს უჩენს ჩემი გამოჩენა ტელევიზორში პატარა გოგონებს, რომლებისთვისაც ბევრი რამ გავაკეთე, რომ უფრო უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. ჩემ ცხოვრებაში დადგა დრო,  როდესაც თეა ბავშვმა წულუკიანმა პასუხი გაგცათ იმაზე, რომ თქვენი პოლიტიკები მე უიმედობაში მაცხოვრებდა“, - მიმართა წულუკიანმა გოცირიძეს.

გოცირიძემ წულუკიანის კომენტარს ინდური სერიალის სცენარი უწოდა.

„კარგია, ინდური სერიალის სცენარია და ალბათ ძალიან ბევრი ახლა ცრემლებს დაღვრის“, - განაცხადა დეპუტატმა, რაზეც წულუკიანისგან ასეთი პასუხი მიიღო: „გეწყინათ ხომ ? არაუშავს ბატონო რომან, ბევრი წლის მერე გაგეცით პასუხი“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics