15:16 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 17:56:34, 670 ნახვა

კომენტარი
ქობულია: საპენსიო რეფორმა, რომელიც მთავრობამ დაგეგმა, შეესაბამება მსოფლიოში გამოყენებულ პრაქტიკებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საპენსიო რეფორმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაგეგმა, შეესაბამება მსოფლიოში გამოყენებულ პრაქტიკებს, რომლებმაც შედეგი მოიტანა. 

გიორგი ქობულიამ საპენსიო რეფორმის დეტალებზე საუბრისას მისი ეკონომიკური მნიშვნელობაც განმარტა:

„მარტივად რომ ავხსნათ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები გავზარდოთ - რომ ხალხმა მეტი ფული დაზოგოს და ეს ფული ეკონომიკაში ჩავატრიალოთ. დღესდღეობით ჩვენ ყველა პროექტს ვალით ვაფინანსებთ, ჩვენ კი გვინდა, რომ ეს თანხები  ეკონომიკაში ჩავატრიალოთ".

შეკითხვაზე, ექნება თუ არა საპენსიო რეფორმას რაიმე გავლენა დღევანდელ პერნსიონერებზე, მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მათზე საპენსიო რეფორმას გავლენა  არ ექნება იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელი პენსიონერი ისევე მიღებს პენსიას, როგორც აქამდე იღებდა, „მათ რომ დავეხმაროთ და გავუზარდოთ პენსიები, ამისი ერთადერთი გზა არსებობს, ეკონომიკა უნდა გავზარდოთ, ქვეყანაში მეტი ფული უნდა შემოვიტანოთ", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

რაც შეეხება კაპიტალის ბაზარს, მინისტრობის კანდიდატმა ამ თემაზეც გააკეთა განმარტება. მისი განცხადებით, კაპიტალის ბაზრის განვითარება დაკავშირებულია საპენსიო რეფორმასთან - უნდა იყოს შემუშავებული მექანიზმი, თუ როგორ მოხდება ამ დაზოგილი თანხების დაბანდება.

„კაპიტალის ბაზრის განვითარებას კიდევ სხვა მნიშვნელობაც აქვს - საქმე იმაშია, რომ ჩვენ აქაც გვინდა დამატებითი მექანიზმის შექმნა, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკაში მოზიდული იყოს თანხები. კაპიტალის ბაზარი მეტი არაფერია - შეიძლება არსებობს რაღაც კომპანია, რომელსაც სურს თანხების ბიზნესში ჩადება, ოღონდ არა ბანკის გავლით. საქართველოში ფულის ასე დაბანდების მექანიზმი არ არსებობს, ამისთვის შესაქმნელია ფონდები. ამიტომ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ეს არ არის რევოლუცია, ესაა ეკონომიკის  განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics