|
2015-06-02 12:19:24, 388 ნახვა
პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო: უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კორუფციის აღმოფხვრას შეძლებს
უკრაინელ ხალხს დიდი იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი კორუფციის აღმოფხვრას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. პოროშენკოს თქმით, მოლოდინია, რომ კოკრეტული შედეგები უახლოს მომავალში იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე, დადებითად შეაფასა ოდესის გუბერნატორის პირველი ინიციატივები თანამდებობებზე კონკურსის წესით დანიშვნასთან დაკავშირებით. "ძალიან მომწონს შტატების შემცირებასთან დაკავშირებული ინიციავტივა. მოსახლეობა უდიდეს მოლოდინებს ამყარებს, უახლოეს მომავალში კონკრეტულ და პრაქტიკულ შედეგებზე. პირველ რიგში ეს კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება. დერეგულაციის, დებიუროკრატიზაციის, დეოლიგარქიზაციის იდეა - ეს ის არის, რასაც დღეს ოდესა და უკრაინა ელოდება", - განაცხადა პოროშენკომ. მიხეილ საკაშვილმა კი აღნიშნა, რომ უკვე გაესაუბრა ოდესელებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის მიზნებს კორუფციასთან ბრძოლისა და ოლიგარქების თვითნებობის დასრულების შესახებ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)