18:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 14:30:20, 944 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა არ შეიცვლება და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა და მათ შორის საგადასახადო გარემო  არ შეიცვლება და  საქართველოში მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ უნდა შეიქმნას მცდარი განწყობა, რომ ჩვენ დავანგრევთ იმ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რომელიც სიმწრითაა მოპოვებული, ან ვალის ზრდის ან გადასახდების ზრდის ხარჯზე, ან მიმდინარე დეფიციტის  ხარჯზე. ეს არ მოხდება, როგორც მინიმუმ, სანამ მე ვიქნები მინისტრი და დარწმუნებული ვარ, მთელი გუნდიც იგივეა აზრზეა. შესაბამისად, ეს საფრთხე არ გვემუქრება", – აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, დღეს საქართველოს საგადასახადო სისტემა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული და ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აღიარებს.

„ჩვენი ბიუჯეტი არის ზრდაზე ორიენტირებული, სადაც დეფიციტი იმაზე ნაკლებია, რისი საშუალებაც იყო. საგარეო ვალი სტაბილურია და მომავალში გაზრდას არ ვაპირებთ.  ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა და მათ შორის საგადასახადო გარემო არ გაიცვლება არაფერში", – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics