14:00 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 12:05:39, 872 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს - იცნობთ ივანიშვილს ან ბახტაძეს? საიდან მოხვდით აქ?

„ამ დარბაზში თქვენ არავინ გიცნობთ, არც ოპოციზია, არც უმრავლესობა და საერთოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში არავინ გიცნობთ“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრობის კანდიდატ გიორგი ქობულიას, რომელსაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

გოცირიძე დაინტერესდა, იცნობს თუ არა ქობულია ბიძინა ივანიშვილს და ჰქონია თუ არა შეხება მის ბიზნეს საქმიანობასთან.

„თქვენ დღეიდან იქნებით პოლიტიკური ფიგურა. საკონსულატაციო სფეროდან გადადიხართ პოლიტიკურში და ხდებით ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა საქართველოს ცხოვრებაში. როდესაც პოლიტიკოსებს ნიშნავენ, ძალიან ადვილია, კარგად ვიცნობთ, ვიცით რა შეუძლიათ ცუდი და კარგი, მოხარშულად ვიცნობთ ასე ვთქვათ. თქვენი არაფერი ვიცით. ვინ მოგძებნათ თქვენ? საიდან გაჩნდა თქვენი კანდიდატურა? ვინ არის საქართველოში ის ადამიანი, რომელიც თქვენ გიცნობთ და რომელსაც ჩვენ უნდა ვენდოთ. იცნობთ თუ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილს? გქონიათ თუ არა მასთან ან მის ბიზნეს გარემოსთან რაიმე შეხება? თქვენ რუსეთში ძირითადად მუშაობდით გაზისა და ნავთობის სექტორში და კონსულტირებდით ამ მიმართულებით როგორც ვიცით. იცნობთ თუ არა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ან ნაცნობობით ან ვიღაცის რეკომენდაციით მოვიდა თქვენთან. საიდან მოხვდით აქ?“, - მიმართა გოცირიძემ გიორგი ქობულიას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics