18:45 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 16:33:34, 1064 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ ინიციატივით, აჭარაში ყველაზე მასშტაბური რეგიონალური ბიზნესფორუმი გაიმართა

თიბისის ინიციატივით, სპეციალურად ბანკის ბიზნესკლიენტებისთვის ყველაზე მასშტაბური რეგიონალური ბიზნესფორუმები დაიწყო.

პირველი ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „რედისონში" ჩატარდა და მასში მონაწილეობა დასავალეთ საქართველოში მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ ვორქშოპებს და მათთვის საინტერესო  ისეთ საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგი, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ლიზინგი, ფინანსები და სხვა.

ექსპერტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა  თიბისის მენეჯმენტისა და „აწარმოე საქართველოს" წარმომადგენლებმაც მიიღეს.

„ბათუმის რეგიონალურ ბიზნესფორუმს დასავლეთ საქართველოში მოქმედი ბიზნესების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ბიზნესსხიალეებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.  რეგიონალური ფორუმები გაგრძელდება და მის ფარგლებში, მეწარმეები პროფესიონალი სპიკერებისგან მიიღებენ უახლეს ინფორმაციას, რომელიც მათ სხვადასხვა მიმართულებებით დაეხმარება, იქნება ეს მაკროეკონომიკა, სოციალური მედია და მარკეტინგი, თუ გაყიდვების ტექნიკა", -  ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისის რეგიონალური ფორუმების მიზანია საქართველოს მასშტაბით მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებისთვის აქტუალური და საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა, ბიზნესსოციუმის წევრებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება და ზოგადად, ქვეყნაში ბიზნესის განვითარების  ხელშეწყობა.

ბიზნესფორუმი აჭარის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics