14:10 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 13:41:32, 1539 ნახვა

მსოფლიო
„ვნახოთ“ - დონალდ ტრამპმა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების შესაძლებლობა არ გამორიცხა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარების შესაძლებლობა არ გამორიცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების საკითხი შესაძლოა მას შემდეგ განიხილონ, რაც თეთრი სახლის და კრემლის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან.

"ვნახოთ", - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აღიარებს თუ არა აშშ ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად და დასძინა, რომ ამაში ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრალია.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი ინტერვიუ პრეზიდენტთან ჟურნალისტებმა მისი თვითმფრინავის ბორტზე ჩაწერეს.

"ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე. ვილაპარაკებთ უკრაინის და სირიის საკითხზე, ასევე არჩევნებზე და მათში შესაძლო ჩარევაზე", - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics