|
2018-06-20 20:15:24, 864 ნახვა
სამხედრო
მამუკა ბახტაძე: ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს
„ტოტალური თავდაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყნისთვის, რომ განავითაროს თავის შესაძლებლობები ამ მიმართულებით“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის საპასუხოდ გააკეთა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იმ სამომავლო გეგმებით დაინტერესდა, რომელიც ქვეყანას ნატოსთანდაახლოებასა და თავსებადობის გაზრდაში დაეხმარება. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესს ახალ ეტაპზე აიყვანს, რის შემდეგაც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელობაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა ტაქტიკური შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის, აშშ-ის მხრიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "სტინგერების" გადმოცემაზე. საუბარი, ასევე შეეხო გერმანულ მხარესთან კონტრმობილურობის საკითხს, რომელიც მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. ლევან იზორიას განცხადებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სხვადასხვა სამხედრო სწავლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ რეფორმების შედეგად საქართველო კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ნატოს სტანდარტებს.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)