|
2015-05-30 12:10:32, 815 ნახვა
სამართალი
შსს-მ მინერალური სასმელების ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის განყოფილების თანამშრომლება, ქარელის რაიონის სოფელ უბისაში, 1960 წელს დაბადებული, ბორჯომში მცხოვრები თამაზ შ. მინერალური სასმელების ფალსიფიცირებაში ამხილეს. „სამართალდამცველებმა თამაზ შ. გადამოწმების მიზნით იმ დროს გააჩერეს, როდესაც მას კუთვნილი ავტომანქანით ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი: 60 ბოთლი ბორჯომი, 12 ბოთლი ნაბეღლავი, 12 ბოთლი მიტარბი და 58 ბოთლი ლიკანი ქარელის რაიონის სოფლებში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა. მხილებულმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ აღმოჩენილი ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი ქალაქ ბორჯომში თავად ჩამოასხა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)