03:35 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 14:21:36, 855 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ახალი სახეები განახლებულ მინისტრთა კაბინეტში აუცილებლად იქნება

ახალი სახეები განახლებულ მინისტრთა კაბინეტში აუცილებლად იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თუ ვინ იქნებიან მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში, ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია.

„რაც შემიძლია დღეს დაგიდასტუროთ, ეს არის, რომ ახალი სახეები განახლებულ მინისტრთა კაბინეტში აუცილებლად იქნება. დაველოდოთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად არსებული შემადგენლობით წარდგება. ხოლო მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics