00:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 10:54:35, 554 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბულგარეთის ელჩის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ბათუმში გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა.

ბულგარეთის საელჩოს მიერ, სასტუმრო „რადისონში" გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური შტერკი და ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დესისლავა ივანოვა ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ ბულგარეთის წარმომადგენლებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბულგარეთი საქართველოს ურყევი პარტნიორია და ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება შეუძლია.

პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსთვიანი ვადით ავსტრია გახდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics