19:58 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 18:10:17, 756 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს შსს-მ გააკეთა

„სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია გამოხატვის და პროტესტის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს რუსთაველის გამზირზე გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქუჩის ფეხით სავალ ნაწილზე განლაგებული კარვების აღება ვერანაირად ვერ გამართლდება წესრიგის დამყარების მოტოვით.

ბაქრაძე ასევე პარლამენტის წევრი, ნიკა მელიას და კიდევ რამდენიმე პირის დაკავებას გამოეხმარა.

 „ეს შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ საზოგადოების დაშინებას ძალის ჩვენებით და ამ გზით სამართლიანი საპროტესტო მუხტის ჩახშობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს ზაზა სარალიზის საქმესთან დაკავშირებით. „ევროპული საქართველო“ კატეგორიულად გმობს პარლამენტის წევრის უკანონო დაკავებას პარლამენტის ნებართვის გარეშე ,,როგორც უმცირესობის ლიდერი მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვ დაუყონებლივ ჩაერიოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება ნიკა მელიას უსწრაფესად გასათავისუფლებლად. ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა ძირეული ცვლილებების და უსამართლო სისტემის დანგრევის აუცილებლობა, რასაც ითხოვს ზაზა სარალიძე და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც საპარლამენტო უმცირესობა ყველაფერს გავაკებთ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს და უსამართლო სისტემა დაინგრეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, პოლიციამ დღეს რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე განლაგებული კარვები აიღო და თავდაპირველად პარლამენტთან გადაიტანა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა კარვები დაშალეს და ტერიტორიიდან სატვირთო ავტომანქანით გაიტანეს. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი იმყოფება, ხოლო სუს-ის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც პარლამენტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს, წყლის ჭავლის მანქანები დგას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics