11:46 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 12:59:58, 988 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანია „Myway Airlines“ რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს

ქართული ავიაკომპანია „Myway Airlines" რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, რეისები თბილისი-ხარკოვი-თბილისის, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმის, თბილისი-თეირანი-თბილისის, ბათუმი-თეირანი-ბათუმის და თბილისი-სამარა-თბილისის მიმართულებებით შემდეგი განრიგით შესრულდება:

·         თბილისი-ხარკოვი-თბილისი - 12 ივნისიდან 4 სექტემბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

·         ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი - 13 ივნისიდან 29 სექტემბრამდე, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს;

·         თბილისი-თეირანი-თბილისი - 14 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე - ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს;

·         ბათუმი-თეირანი-ბათუმი - 22 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ პარასკევს;

·         თბილისი-სამარა-თბილისი - 23 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;

ფრენები Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. პირველ რეგულარულ რეისს „Myway Airlines" თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით 12 ივნისს შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „Myway Airlines"-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 8 ივნისს მიენიჭა.

 „Myway Airlines"-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სააგენტომ  მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო  გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა. ამ ეტაპზე "Myway Way Airlines"-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics