22:28 - 07 Jul, 2026
|
2015-05-29 11:58:39, 395 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის გარემონტებას ან ალტერნატიულ შენობას ითხოვს
საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მისი უწყებისთვის ალტერნატიული შენობის შეთავაზებას ან აღნიშნული შენობის გარემონტებას ითხოვს. როგორც ბერუჩაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საგარეო უწყების შენობა არც ადგილმდებარეობით და არც ფიზიკური მდგომარეობით, უწყების შესაბამისი არაა. "დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. მართლაც, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების დროს, ბევრი თანხა დაიხარჯა, მაგრამ არც ადგილმდებარეობა, არც ფიზიკური მდგომარეობა, არ არის ამ უწყების შესაბამისი და ალბათ, გადაწყვეტილება მისაღებია. ან უნდა მივხედოთ ამ შენობას, ან სხვა ალტერნატივა ვნახოთ“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)