17:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 10:50:15, 439 ნახვა

საზოგადოება
112-მა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა 2015 წლის 27-28 მაისს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ მედიატური გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, მედიატურში საქართველოს რეგიონალური მედიის 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. „112“-ის მიერ მედიატურის ჩატარების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონოდათ გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის შესახებ და „112“-ის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ დასრულებული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტების შესახებ.

მედიატურის ფარგლებში განიხილეს მედიის წარმომადგენლებისთვის საინტერესო ყველა საკითხი. რეგიონალური მედიის წარმომადგენლები „112“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, გაიგეს თუ რა სიახლე დანერგა „112“-მა იმისათვის, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შეეძლოთ გადაუდებელი დახმარების ნომერთან დამოუკიდებლად წვდომა. ასევე შეიტყვეს, რა ღონისძიებები ჩატარდა „112“-ის ცნობადობის გაზრდისა და მოქალაქეთათვის უკეთესი სერვისის შეთავაზების კუთხით. დეტალურად განიხილეს თუ რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში.

მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტები „112“-ს ესტუმრნენ, ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დააკვირდნენ. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა და შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა გზირიშვილმა „112“-ის მიერ ორგანიზებული მედიატურის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics