|
2018-06-06 15:01:31, 1030 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესებისთვის პროცესების ავტომატიზირების მხარდასაჭერად „თიბისი“ პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსს იწყებს
თიბისის ინიციატივით ბიზნესპროცესების ავტომატიზირების წასახალისებლად პროგრამული უზრუნველყოფების კონკურსი ტარდება. კონკურსის მიზანია საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტებისა თუ სხვა გადაწყვეტების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებით ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებენ. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება: აპლიკაციების მიღება პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი დემო ვერსია უნდა წარმოადგინონ. აპლიკაციის შევსება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა 5 ადამიანია. ერთ გუნდს მხოლოდ ერთი პროგრამული უზრუნველყოფის წარდგენა შეუძლია, რომელიც არ არის სხვა პირის მიერ შექმნილი, არ იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ და ბაზარზე ჯერ არ ფუნქციონირებს. ფინალისტების გამოვლენა აპლიკაციებისა და პროდუქტების დემო ვერსიების გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარადგენენ. ფინალურ ეტაპზე გადასული 10-მდე გუნდი თვენახევარის განმავლობაში პროტოტიპზე მუშაობას გააგრძელებს. გამარჯვებულების გამოვლენა ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები საჯარო პრეზენტაციაზე ტექნიკურად წარმოადგენენ პროტოტიპებს. კონკურსის შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზეა შესძლებელი - www.businesstool.ge. კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი ახალ ონლიან-პლატფორმაზე -Businesstool.ge-ზე განთავსდება, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებსა და მაძიებლებს ერთმანეთს ახვედრებს. საქართველოში პირველად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესებს საშუალება გაუჩნდათ ერთ სივრცეში აღმოაჩინონ და შეაფასონ მათთვის საჭირო, ერთად თავმოყრილი საქართველოში შექმნილი სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფა - სოფტი, აპლიკაცია, თუ გადაწყვეტა. უპრეცედენტო ეკოსისტემა სხვადასხვა ბიზნესის დეველოპერებთან და ტექნოლოგიურ პროდუქტებთან დასაკავშირებლად შეიქმნა. ამ არხით კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი ბიზნესპროცესები ბევრად უფრო მოქნილი, ავტომატიზირებული და ეფექტური გახადონ. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი კატეგორიები პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებისთვის თვალსაჩინოს ხდის, რა სახის ტექნოლოგიური საჭიროებები გააჩნია ამა თუ იმ ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესს. დაინტერესებულ ბიზნესს კი საშუალება აქვს აღმოაჩინოს მისთვის აქამდე უცნობი პროგრამული უზრუნველყოფა, ერთმანეთს შეადაროს რამდენიმე პროდუქტი და განსაზღვროს - რამდენად ერგება ესა თუ ის პროგრამა მისი ბიზნესის საქმიანობასა და საჭიროებებს.
(R)
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)